დღეს "ნაპოლი" ამსტერდამში "აიაქსის" დაუპირისპირდება

04 ოქტომბერი 2022, 10:20 906 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამსტერდამში "აიაქსის" დაუპირისპირდება.

ორი ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი "ნაპოლი" ჯგუფს უდანაკარგოდ 6 ქულით ლიდერობს. ნიდერლანდელები კი 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. დღევანდელ შეხვედრაში იტალიელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ, ხოლო "აიაქსი" ხორხე სანჩესის გარეშე ითამაშებს.

ამ გუნდებს შორის მატჩი ამსტერდამში "იოჰან კრუიფი არენაზე" თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 შეხვდა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში