დღეს ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე ''დინამო'' თბილისს დაუპირისპირდება

07 ოქტომბერი 2022, 10:19 912 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე 'დინამო'' თბილისის დაუპირისპირდება.

გასული 28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. 60 ქულით კი მეორე პოზიციას ''დინამო'' თბილისი იკავებს.

ეს მატჩი დღეს 7 ოქტომბერს თბილისში ''დინამო არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში