მამუკელაშვილს ჩიკაგოსთან ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

12 ოქტომბერი 2022, 12:35 569 ნახვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის დაწყებამდე წინასასეზონო მატჩები მიმდინარეობს.

სანდრო მამუკელაშვილის "მიულოუკ ბაქსი“ ჩიკაგოში "ბულს“ ესტუმრა და 104:127 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

"მილუოკ ბაქსი“ მორიგ შეხვედრას 13 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში