ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" დაუბრუნდა

12 ოქტომბერი 2022, 16:35 1747 ნახვა

"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა და გუნდს დაუბრუნდა. ოსიმენი დღევანდელ შეხვედრაში "ნაპოლის" განაცხადში იქნება, თუმცა რთული სავარაუდოა ითამაშებს თუ არა. სავარაუდოდ ნიგერიელ ფორვარდს ლუჩანო სპალეტი 16 ოქტომბერს "ბოლონიას" წინააღმდეგ ათამაშებს.

ვიქტორ ოსიმენმა ტრამვა "ლივერპულის" წინააღმდეგ მიიღო და თვეზე მეტი გაუცდა. ვიქტორმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა . ნიგერიელმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში