გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12 ოქტომბერი 2022, 16:45 660 ნახვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს დაუპირისპირდა და ვაზარით აჯობა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობაში 4 მედლით დაასრულა. აქედან 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ.წონით კატეგორიაში მოპოვა. ბრინჯაოს მედლები კი ლუკა მაისურაძის, ლაშა ბექაურის და გურამ თუშიშვილის ანგარიშზეა.

ხვალ 13 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური გაიმართება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში