ხვიჩა კვარაცხელიამ ''აიაქსთან'' გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

12 ოქტომბერი 2022, 22:51 698 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლიმ''  საკუთარ მოედანზე ამსტერდამის ''აიაქსი'' მიიღო და 4-2 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ანგარიში სწრაფად მე-4 წუთზე ჟელინსკის გადაცემის შემდეგ ლოსანომ გაიტანა და ''ნაპოლი'' წინ გავიდა.

მე-16 წუთზე ხვიჩა კავარცხელიამ ბურთი რასპადორის დაუგორა , ამ უკანასკნელმა კი ამსტერდამალებს მეორე გოლი გაუტანა და პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა.

49-ე წუთზე ბასის გადაცემით კლაასენმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

61-ე წუთზე ''აიაქსის '' კარში პენალტი დაინიშნა ,რომლის რეალიზებაც კვარაცხელიამ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე ბერგუანისმა პენალტიდან სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 7 წუთში ბლინდს ოსიმენმა ბურთი მოპარა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგამ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ამ გამარჯვების შემდეგ ''ნაპოლი'' 12 ქულით პირველ ადგილზეა და 2 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 4 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტი აქვს.

16 ოქტომებერს ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ ''ბოლონიას'' ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში