საქართველომ ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა

13 ოქტომბერი 2022, 15:55 575 ნახვა

ისტორიაში პირველად საქართველომ ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

შეჯიბრზე 5 წონით კატეგორიაში 30 ქვეყნის ფალავანმა იასპარეზა. ჩვენმა ნაკრებმა კი 10 შესაძლებლობიდან 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე ოქროს მედლები: გიორგი ხიზამბარელმა (50 კგ), გიორგი ნოზაძემ (60კგ), თამაზ კობერიძემ (80კგ), და გიორგი ტაბატაძემ (+80კგ) დაისაკუთრეს.

ბრინჯაოს  მედლებს კი ელგუჯა ნანეტაშვილი (60კგ), შოთა ლოთიშვილი (70კგ), გიორგი ჭიღლაძე (80კგ) და თემურ ენდელაძე (+80კგ) დასჯერდნენ.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში