"დინამო" ბათუმის და გორის "დილას" მატჩის ბილეთები 14 ოქტომბერის 00:00 საათიდან გაიყიდება

13 ოქტომბერი 2022, 17:11 2098 ნახვა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გორის "დილას" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ Biletebi.ge -ზე 14 ოქტომბერს 00:00 საათზე დაიწყება.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ სალაროებში კი 15 ოქტომბრიდან გაიყიდება.

ბილეთების ფასი 0.50 თეთრი იქნება.
"დინამო" ბათუმის და გორის "დილას" შეხვედრა 16 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება.

29 ტურის შემდეგ ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და ლიდერ "დინამო" თბილისის 2 ქულით ჩამორჩება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში