საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა" "კაკტუსი" დაამარცხა

13 ოქტომბერი 2022, 20:48 548 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა" დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი გამარჯვებით დაიწყო. ბათუმელებმა "კაკტუსი" 80:67 დაამარცხეს.

"ბათუმის" შემადგენლობიდან  კაილი რიდლიმ  20 ქულა, 3 გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა.

საბა ლობჟანიძის ანგარიშზე კი 8 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

14 ოქტომბერს "ბათუმი"   "თსუ"-ს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში