სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

31 ოქტომბერი 2022, 14:43 397 ნახვა

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მესამე კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს უსმენენ. მას შემდეგ, რაც პრეტენდეტები საკუთარ კონცეფციაზე საუბარს ასრულებენ, ისინი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. "ქართული ოცნების" დეპუტატების კითხვები ძირითადად წარსულში სხვადასხვა დროს კანდიდატების საჯარო განცხადებებს ეხებოდა, რასაც ოპოზიცია იწუნებს. ამიტომ ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა პარლამენტი კონსესუსის მიღწევას და წარდგენილი 19 კანდიდატიდან აღმოჩნდება თუ არა ერთი მაინც პოლიტიკოსების მოსაწონი. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, რაც არც ერთ პარტიას არსებული მოცემულობით არ აქვს, ამიტომ მათ ახლა ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში