გოჩოლეიშვილმა დონეცკის "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა - უკრაინული მედია

15 ნოემბერი 2022, 10:53 739 ნახვა

უკრაინული გამოცემის "ua-football.com"-ის ინფორმაციით თბილისის ''საბურთალოსა'' და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის "შახტართან'' კონტრაქტი გააფორმა.

"გოჩოლეიშვილსა და დონეცკის „შახტარს“ შორის კონტრაქტი გაფორმებულია. დონეცკელები ფეხბურთელს განაცხადში გაზაფხულისთვის შეიყვანენ'', - აცხადებს უკარიენლი ჟურნალისტი იგორ ციგანიკინი.

მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა ''საბურთალოს'' შემადგენლობაში 30 შეხვედრა ითამაშა და მის ანგარიშზე 4 გოლი 3 საგოლე გადაცემაა.

"Transfermarkt"-ი 21 წლის ქართველ მცველს 600 000 ევროდ აფასებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში