ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა, დაშავებულია ასობით ადამიანი

21 ნოემბერი 2022, 22:05 423 ნახვა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა, დაშავებულია ასობით ადამიანი. ამის შესახებ  ინფორმაციას „ბიბისი“ რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო, მჭიდროდ დასახლებული და მეწყერსაშიში ზონაა.

სტიქიის გამო საცხოვრებლის მიტოვება 13 000  მეტ ადამიანს მოუწოდა. დაზიანებულია 2 200ზე მეტი სახლი.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში