რუსული ძალები უკრაინაში საავიაციო და სარაკეტო იერიშებს არ წყვეტენ - უკრაინის გენშტაბი

22 ნოემბერი 2022, 10:20 331 ნახვა

რუსული ძალები უკრაინაში პოზიციების გასამყარებლად საავიაციო და სარაკეტო იერიშებს არ წყვეტენ. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა რაკეტებმა ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ უკრაინის ენერგოსისტემა რჩება. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას ელექტროენერგიის მაქსიმალურად ეკონომიურ გამოყენებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.

მათივე ინფორმაციით, ხერსონის ოლქის სოფელ სტრელკოვოეში რუსმა დამპყრობლებმა დასასვენებელი ცენტრის ტერიტორიაზე მოაწყეს წამების ოთახი, სადაც უკრაინელებს აწამებენ.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა, კერძოდ ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის სოფელ სტრელკოვეში, დასასვენებელი ცენტრის ტერიტორიაზე მოაწყეს წამების ოთახი, სადაც უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ“- აცხადებენ გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში