რუსეთმა უკრაინის მიმართ 70 რაკეტა გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ 51 ჩამოაგდო - უკრაინის საჰაერო ძალები

23 ნოემბერი 2022, 20:22 410 ნახვა

უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით ოთხშაბათს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ 51 ჩამოაგდო

“23 ნოემბერს ტერორისტმა სახელმწიფომ მორიგ ჯერზე მასიური სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და შავი ზღვის ფლოტის გემებიდან. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტების გაშვება მოხდა როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან და კასპიის ზღვიდან, ასევე ორი მცირე სარაკეტო კატერიდან შავი ზღვის აკვატორიიდან. ჯამში, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 70 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, მათგან 51 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში