ბათუმის საკალათბურთო გუნდის პირველი გამარჯვება სუპერლიგის მიმდინარე სეზონში

24 ნოემბერი 2022, 22:53 453 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა მე-5 ტურის შეხვედრაში „ქუთაისს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 93:75 დაამარცხეს.

მასპინძლებს 19 ქულით, 6 მოხსნითა და 3 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. სტუმართა მხრიდან კი, 19 ქულითა და 5 მოხსნით ქრისტოფერ ლაშუნ ვეარი გამოირჩა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 1 მოგებითა და 3 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 2 დეკემბერს შინ  „თსუ-ს“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში