მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

25 ნოემბერი 2022, 14:05 893 ნახვა

კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პალნეტის საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ. 2022 წლის მუნდიალზე მყოფ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპეა, რომელის ღირებულებაც 160 მილიონ ევროს შეადგენს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:

  1. კილიან მბაპე - საფრანგეთი - 160 მილიონი ევრო;
  2. ვინიციუს ჟუნიორი - ბრაზილია 120 მილიონი ევრო;
  3. ფილ ფოდენი - ინგლისი - 110 მილიონი ევრო;
  4. ჯამალ მუსიალა - გერმანია - 100 მილიონი ევრო;
  5. პედრი - ესპანეთი - 100 მილიონი ევრო;
  6. ფედერიკო ვალვერდე - ურუგვაი - 100 მილიონი ევრო;
  7. ჯუდ ბელინგემი - ინგლისი - 100 მილიონი ევრო;
  8. ჰარი კეინი - ინგლისი - 90 მილიონი ევრო;
  9. ბაკაიო საკა - ინგლისი - 90 მილიონი ევრო;
  10. გავი - ესპანეთი - 90 მილიონი ევრო.

საერთო ჯამში კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფი ყველა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიარს 300 მილიონი ევროა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში