სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება

28 ნოემბერი 2022, 11:05 565 ნახვა

მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ავრცელებენ.  ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. მათივე თქმით, ძალადობრივ გარემოს ამძიმებს სახელმწიფოს შეთანხმება კრიმინალურ სამყაროსთან.   

,,სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში