მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მერვედფინალური წყვილი ცნობილია

30 ნოემბერი 2022, 10:26 361 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის ორი წყვილი ცნობილია. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება.

ეს შეხვედრა 3 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება. მეოთხედფინალური საგზურისთვის მეორე წყვილში კი ინგლისის და სენეგალის ნაკრებები ითამაშებენ. მატჩი 4 დეკემბერს 23:00 საათზე არის დაგეგმილი.

დღეს კი კატარის მუნდიალზე კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვევა.

  • ავსტრალია - დანია 19:00 საათი;
  • ტუნისი - საფრანგეთი 19:00 საათი;
  • პოლონეთი - არგენტინა 23:00 საათი;
  • საუდის არაბეთი - მექსიკა 23:00 საათი;

მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში