ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხი

01 დეკემბერი 2022, 11:10 368 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის ნაცვლად ამიერიდან პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსურ მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტში შედის, რომელიც ჯამში 27-მდე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. სიახლე ითვალისწინებს ასევე სახელწიფო თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენას არა საჯარო სამსახურის, არამედ ანტიკორუფციული ბიუროსათვის.

კანონპროექტს  სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრიან. თავად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა პარლამენტმა გუშინ 78-ხმით დაამტკიცა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში