ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხი 

01 დეკემბერი 2022, 14:30 477 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის ნაცვლად, ამიერიდან პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსურ მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტში შედის, რომელიც ჯამში 27-მდე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

სიახლე ითვალისწინებს ასევე სახელწიფო თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენას არა საჯარო სამსახურის, არამედ ანტიკორუფციული ბიუროსათვის. კანონპროექტს სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრიან.

ცვლილებას ბუტაფორიულს უწოდებენ ოპოზიციაში. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ სიახლე უწყების მუშაობას უფრო სრულყოფილს გახდის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში