ბათუმის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

02 დეკემბერი 2022, 23:23 577 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა მე-6 ტურის შეხვედრაში „თსუ-ს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 82-80 დაამარცხეს.

ბათუმელთა მხრიდან ბრწყინვალე მატჩში ჰქონდა კაილი რიდლის. ამერიკელმა ლეგიონერმა 36:21 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 30 ქულით 10 მოხსნითა და 6 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სტუმართა მხრიდან კი, 21 ქულითა 5 მოხსნითა და 13 გადაცემით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ.

ამ დროისთვის  შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 7 დეკემბერს სტუმრად  „ვერას “ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში