ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

03 დეკემბერი 2022, 11:54 242 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე გრანდ სლემზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი 90 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს მაშუ ბეიკერს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მანამდე ლაშამ სამხრეთკორეელ დონჰან გვაკს სძლია, რის შემდეგაც იაპონელი შოიჩირო მუკაიც დაამარცხა. ნახევარფინალში კი კოსუკე მაშიიამასთან შიდოების უპირატესობით წააგო. 

ტოკიოში საქართველოს ნაკრები   5 ძიუდოისტი არის წარმოდგენილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში