რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

16 დეკემბერი 2022, 10:27 775 ნახვა

რომან დოლიძის მომავალი მეტოქე მარვინ ვეტორი იქნება. ქართველი მებრძოლისა და იტალიელის დაპირისპირება 18 მარტს, ლონდონში გაიმართება. რაც შეეხება დოლიძის მეტოქეს ვეტორი საშუალო წონით დივიზიონში მეოთხე ნომერია კარიერაში კი მას 18 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი აქვს.

მარვინმა ბოლოს ავსტრალიელ რობერტ უაიტაკერთან იჩხუბა და დამარცხდა. დოლიძემ კი ბოლო ბრძოლაში ჯეკ ჰერმანსონს მოუგო და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ამ გამარჯვების შემდეგ კი საშუალო წონით დივიზიონის რეიტინგში რომანმა მე-20 პოზიციიდან მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

საერთო ჯამში დოლიძეს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და ოქტაგონიდან 12 შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში