ლეონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

18 დეკემბერი 2022, 22:39 1108 ნახვა

მსოფლიოს 2022 წლის  ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაცებში გამარჯვებულებიც დაასახელს.

მთავარი ჯილდოს მფლობელი ლეონელ მესი გახდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონელ მესი დასახელდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი 8 გატანილი გოლით კილიან მბაპე გახდა.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი 21 წლის არგენტინელი ენცო ფერნანდესი დაასახელეს. 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ ასევე  არგენტინელი  კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი დასახელდა. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში