ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ურსულა ფონ დელ ლაიენი ზელენსკის

02 იანვარი 2023, 17:44 607 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, რომ სატელეფონო საუბროს დროს მან უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლა თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გეხმარებით ზამთრის პერიოდში გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ ფინანსურ დახმარებას. მალე ჩვენ დავიწყებთ 18 მილიარდი ევროს  მხარდაჭერის პაკეტის ყოველთვიური ტრანშების გაცემას. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უკრაინაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში