ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ირანული დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს - ზელენსკი

03 იანვარი 2023, 10:13 346 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ძალებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს.

„2023 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ს აჭარბებს. უახლოეს მომავალში კი ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს.

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი „შაჰიდებით“ [ირანული წარმოების დრონი] ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გაფუჭება. რუსეთი ფსონს უკრიანელი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის გამძლეობის ამოწურვაზე დებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში