აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ისევ ვერ შეძლო

06 იანვარი 2023, 11:01 469 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უცვლელი მოცემულობა,  სპიკერი   ისევ ვერ აირჩიეს უკვე მეთერთმეტე მცდელობაზე.  სწორედ ამდენჯერ უყარეს კენჭი კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში, თუმცა   საკმარისი ხმები  ვერ მოიპოვა. 

მაკარტის სპიკერად არჩევისთვის 218 ხმა სჭირდება. როგორც „ბიბისი“ წერს, 1860 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესის ქვედა პალატაში სპიკერის არჩევას ამდენი კენჭისყრა დასჭირდა. 1860 წელს სპიკერის ასარჩევად კენჭისყრის 44 ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში