ერდოღანის ინიციატივა

06 იანვარი 2023, 11:05 503 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ინიციატივა გააჟღერა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონული მშვიდობის მისაღწევად შესაძლოა, თურქეთის, რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს. მისივე განმარტებით ლიდერების მიზანი რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაა.

ერდოღანის თქმით, მოსკოვში თურქეთის, რუსეთის, სირიის თავდაცვის მინისტრებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა, ასევე სამმხრივ ფორმატში ერთმანეთს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.

უკვე ცნობილია, რომ მხარეებს შორის მეორე შეხვედრა შესაძლოა იანვრის შუა რიცხვებში გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში