ზივზივაძე მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება

06 იანვარი 2023, 14:20 608 ნახვა

ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მხარზე ოპერაცია გაიკეთა, მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში გადაყვანილმა ქართველმა თავდამსხმელმა 6 ნოემბერს მესამე ლიგის გუნდთან, „ნადიკანიჟასთან“ მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ზივზივაძემ შესაძლოა ვარჯიში მალე განაახლოს.

ბუდუ ზივზივაძე კლუბის ნებართვით საქართველოში მკურნალობდა, მან რეაბილიტაციის კურსი, ფაქტობრივად, დაასრულა და არსებული ინფორმაციით, იანვარში „ფეჰერვარში“ ვარჯიშზე ჩავა.

შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფურ ეტაპზე ნორვეგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ბუდუ ზივზივაძე იმედია ეროვნულ ნაკრებსაც უახლოეს ხანებში შეუერთდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში