აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს - ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2023, 10:13 430 ნახვა

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას. ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას.

აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ  შეერთებული შტატები აპირებს დაასრულოს მუშაობა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე, რომელიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მოიცავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში