საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

24 იანვარი 2023, 15:08 213 ნახვა

პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ნაწილი იბარებს. მათ ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები აქვთ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა ეროვნული უსაფრთხოების გეგმა აქვს ქვეყნას, რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო და როგორია დეოკუპაციის ხედვა.

საკითხზე ბრიფინგი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში