ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე - ნიკა მელია

24 იანვარი 2023, 21:29 241 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე გახდება. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ მელიამ აღნიშნა, კირთაძე არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა, უძლურია ფული და დაშინება. გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში