კასიანოვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

25 იანვარი 2023, 14:52 571 ნახვა

საქართველო და უკრაინის ურთიერთობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აუდიენცია ჩაინიშნა. დიპლომატიურ უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მიიწვიეს.

უცნობია შეხვედრის სხვა დეტალები, მათ შორის ის, უკავშირდება თუ არა საგარეო უწყებაში კასიანოვის მისვლა მის გუშინდელ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, და რომ, რუსეთის მოქალაქეების სიმრავლის გამო  საფრთხის არსებობის შემთხვევაში,  შესაძლოა საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია  მოხდეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში