სროლა იერუსალიმში მდებარე სინაგოგაში - გარდაცვლილია 7 ადამიანი

28 იანვარი 2023, 11:19 506 ნახვა

იერუსალიმის აღმოსავლეთით, ქალაქ ნევე იაკოვის რაიონში მდებარე სინაგოგაში სროლა იყო. დაღუპულია  რვა და დაშავებულია 9  ადამიანი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავე ნეიტრალიზებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის პალესტინელი იყო.

აშშ-მ უკვე დაგმო მომხდარი. ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ.

რეგიონში სიტუაცია პალესტინის სასაზღვრო ქალაქ ჯენინში, ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ დაიძაბა.

მედიის ინფორმაციით, რეიდის დროს ისრაელელმა ჯარისკაცებმა 9 პალესტინელი მოკლეს, მათ შორის 7 შეიარაღებული ადამიანი იყო, ხოლო 2 სამოქალაქო პირი ამას მოჰყვა ღაზადან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო სროლა, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში