თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო

01 თებერვალი 2023, 13:50 468 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ, გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.

"ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომას გამოეთიშა.

ამ წუთებში სასამართლოზე იკითხება ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში