თორნიკე რიჟვაძე სენატორ მენი პაკიაოს შეხვდა

01 თებერვალი 2023, 16:24 397 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ მენი პაკიაოს შეხვდა -  ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით. ფილიპინელი პოლიტიკოსი მენი პაკიაო ყველა დროის საუკეთესო მოკრივედაა მიჩნეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში