პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს შეხვდა

01 თებერვალი 2023, 17:35 467 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები. საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის“ განხორციელების დინამიკას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. სამუშაო თათბირზე განხილეს  ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. ასევე აღინიშნა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში