ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

04 თებერვალი 2023, 22:33 990 ნახვა

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. 73 კგ.წონით კატეგორიაში ლაშა ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ დანიელ კარნინს დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.

მანამდე კი შავდათუაშვილმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანტონიო ტორნალი, იტალიელი გაბრიელე სული, ყაზახი დანიარ შამშაიევი და  სამხრეთკორეელ ჰეონჩოელ კანი დაამარცხა.

პარიზის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები ხვალაც  იასპარეზებენ. მედლებისთვის ვარლამ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი იბრძოლებენ.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში