„დინამო“ ბათუმმა მოიგო

05 თებერვალი 2023, 20:00 463 ნახვა

ანტალიაში წინასასეზონო შეკრების საკონტროლო შეხვედრაში ‘’დინამო’’ ბათუმი ‘’ოლექსანდრიას’’ შეხვდა და 4:2 მოიგო. წინასასეზონო შეკრებაზე დინამომ სულ ხუთი მატჩი უნდა გამართოს.

17 თებერვლის შემდეგ კი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც სტარტს 25 თებერვალს იღებს, თუმცა თავად დინამო პირველ შეხვედრას 26 თებერვალს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში