გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი „მეცის“ შემადგენლობაში

07 თებერვალი 2023, 10:30 697 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე აგრძელებს შესანიშნავ თამაშს, ქართველი ფეხბურთელის  „მეცი“  ამიენს  დაუპირისპირდა და 2:0 მოიგო.  მას ორივე გოლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. 54-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 78-ე წუთზე კუთხური მოაწოდა და არტურ ატამ სხვაობა გაზარდა.

ბოლო 5 თამაშში გიორგი მიქაუტაძეს  4 გოლი აქვს, ხოლო ბომბარდირთა დავაში  11 გოლით და 5 გადაცემით პირველ ადგილზეა და მას ჯოშ მაჯა ჩამორჩება, რომელსაც ასევე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. მეცი 22  მატჩიდან  36 ქულით მე-4 პოზიციაზეა,  ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის - ლე ავრი გამოკვეთილი ლიდერია 47 ქულით,  სოშოს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 39-39 ქულა აქვთ.

13 თებერვალს მეცი კაენს  უმასპინძლებს, 11-ში ბორდო ნიორს ესტუმრება, სოშო კი ლე ავრს მასპინძლობს.  

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში