წინასწარი მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა - ჯანმო

07 თებერვალი 2023, 14:29 580 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი. 

მათივე განმარტებით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული.



შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ორი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ამ დრომდე სამაშველო ოპერაციები ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში უწყვეტად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში