"დინამო" თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე "პრო რეკოსთან" დამარცხდა

07 თებერვალი 2023, 23:03 2297 ნახვა

„დინამო“ თბილისმა ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა.

შეხვედრის ოთხივე პერიოდი იტალიური გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 10 ბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.

მასპინძლებიდან გოლის გატანა, სტეფან პიეშივაცმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და საბა ტყეშელაშვილმა მოახერხეს.

„დინამო“ თბილისს“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 7-დან 7 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 18 თებერვალს, ისევ „პრო რეკოსთან“ ამჯერად იტალიაში ითამაშებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში