დანგრეული შენობები, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა, ათასობით გარდაცვლილი და დაშავებული - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სტიქიის ზონაში

09 თებერვალი 2023, 13:35 1695 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი თურქეთში, ქალაქ ქაჰრამანმარაში იმყოფება. 



ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა და რამდენიმე წუთში შეცვლილი ცხოვრება.



ნანგრევებში გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.



სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. 



მაშველებმა ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. 


ქალაქში კარვებია გაშლილი და მოსახლეობის ნაწილს ჰუმანიტარულ ტვირთს აწვდიან. 


ათასობით დაღუპული და დაშავებული, დაზარალებულია 10 პროვინცია. ასეთია დამანგრეველი მიწისძვრის მესამე დღე მეზობელ ქვეყანაში.




ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა.


შემთხვევის ადგილას იმყოფება "მთავარის" გადამღები ჯგუფი:  ირინე წუწუნავა, ლაშა თავდგირიძე და გურამ ბედინაძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში