ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადება

09 თებერვალი 2023, 14:20 545 ნახვა

ბადრი ესებუას 2 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ინფორმაციას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ავრცელებს. ამასთან, ესებუას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული "საქართველოს ბანკზე" მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ქუთაისის ციხიდან თბილისში გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში ესებუა ადგილსამყოფელს იცვლიდა, ჯიხაშკარში ნათესავის ოჯახში კი ის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა.

ადვოკატის თქმით, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს შორის არ არის თანხა, რომელიც 2020 წელს ესებუამ სავარაუდოდ ბანკიდან გაიტაცა. ამ დროისთვის მოწმის სახით გამოიკითხნენ ჯიქიები, რომელთა საცხოვრებელ სახლშიც დააკავეს ბადრი ესებუა.

სამეგრელოში საგამოძიებო მოქმედებები დილიდან განახლდა. პოლიციაში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში