თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს

13 თებერვალი 2023, 13:28 495 ნახვა

მაშველებმა თურქეთში ჰათაის პროვინციაში,  მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს - ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას სტამბოლის სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლები და თურქი მეშახტეები ატარებდნენ. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 23 წლის მამაკაცი, ცოცხალი ამოიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აღემატება. სირიაში კი მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში