ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა

16 თებერვალი 2023, 10:01 463 ნახვა

ევროკომისიამ, უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„თითქმის ერთი წელია, რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. პუტინი სასტიკ ომს აწარმოებს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ სასტიკად უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას. ამის გამო აგრესორმა უნდა გადაიხადოს. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას სანქციების მე-10 პაკეტით.

პირველ რიგში, ჩვენ ვთავაზობთ 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის აკრძალვას. ეს მოიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელს, როგორიცაა ელექტრონიკა, სპეციალიზებული მანქანები, მანქანების ნაწილები, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილები და რეაქტიული ძრავები და ასევე საქონელი სამშენებლო სექტორისთვის, რომელიც შეიძლება რუსი სამხედროებისთვის იქნას გამოყენებული“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სანქციები ითვალისწინებს ბრძოლის ველზე აღმოჩენილი ტექნიკური პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას, ეს მოიცავს სანქციებს ირანულ სუბიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში