“ერთად ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ბათუმის ცენტრალურ პარკთან აქცია მიმდინარეობს

07 მარტი 2023, 17:37 651 ნახვა

"ერთად ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს" - ამ ბანერებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე შეკრებილები ცოტა ხანში მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც 9 მარტს იყო ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში