''დინამო'' ბათუმმა ''სამტრედიას'' რთული მატჩი მოუგო

12 მარტი 2023, 22:31 646 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში ''სამტერდია'' 3-2 დაამარცხა.

მე-20 წუთზე ანგარიში გვიშიანმა გახსნა და წინ სტუმრები გვიდნენ. 5 წუთში ღუდუშაურის გადაცემით ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ნაჭყებიან ბათუმელთა კარში ეფექტური გოლი გაიტანა და ''სამტრედია'' ისევ დაწინაურდა.
ამის შემდეგ ''დინამო'' გათანაბრებას ცდილობდა და მიზანს 20 წუთში მიაღწია როდესაც ჯოვინომ ახლო მანძილიდან დაარტყა ბურთი ტეიდის მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა კი გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ზარიამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და ჯოვინომ მეკარე უშანსოდ დატოვა.

4 ჩატარებული მატჩის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 10 ქულით პირველ ადგილზეა , თუმცა მთავარი კონკურენტი  ''დინამო'' თბილისი რომელსაც 9 ქულა აქვს თავის შეხვედრას ხვალ ითამაშებს.

''დინამო' ბათუმი მეხუთე ტურში 18 მარტს გასვლაზე ''გაგრას'' წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში