პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ

13 მარტი 2023, 12:01 555 ნახვა

ბოლო პერიოდის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე ქვეყნის პრემიერის შეფასება, მათ შორის 7-9 მარტის აქციებზე.  ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანა არის ქვეყნის დესტაბილიზიაცია, არეულობა და ქაოსი, რასაც ბოლო აქციებიც ადასტურებს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურმა და მისმა უწყებამ ღონისძიება იდეალურად დაგეგმა და წარმართა, რისთვისაც მათ მადლოაბს უხდის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას კი უარყოფს. 

ამბობს, რომ ძალადობა დაიწყეს „ნაცმოძრობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, "გირჩმა“ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“ - ასეთია პრემიერის შეფასება ბოლო მოვლენებზე.

იქვე აღნიშნა, რომ აქციაზე იდგნენ გულანთებული სტუდენტებიც, რომლებიც  ირჩევენ ევროპულ გზას. კანონპროექტის უკან გაწვევას კი გონივრული გადაწყვეტილება უწოდა. განმარტა კანონის მიზანიც, -  არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების „მინიმალური გამჭვირვალობა“ და „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს,  ახსენა ვოლოდიმერ ზელენსკიც. მისი თქმით, როცა ომში მყოფი ადამიანი იცლიის საქართველოს აქციისთის, პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია. პრემიერიმა ევროსაბჭოს რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ ხელისუფლერბა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ამ პროცესს ვინმე საბოტაჟს გაუწევს, ეს არის ისევ დესტრუქციული და ანარქისტული ძალები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში