17 მარტამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე წვიმაა მოსალოდნელი - გარემო

13 მარტი 2023, 13:34 413 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათივე განცხადებით, შემდგომში გამოიდარებს და 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში